пятница, 5 июня 2009 г.

დავით აღმაშენებელი


დავით IV აღმაშენებელი საქართველოს მეფე 1089-1125 წლებში, გიორგი მეორის ძე, ბაგრატიონთა დინასტიიდანაა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მონარქია. მოახერხა თურქ-სელჩუკთა განდევნა საქართველოდან 1121 წელს დიდგორის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვებით. მის ხანაში საქართველო უძლიერეს ქვეყანა იყო. ქრისტიანული კულტურის წამახალისებელი და თავადაც თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული.